Friday, May 27, 2016

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: "როგორ ვებრძოლოთ კოროზიას?"
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:კოროზიას უწოდებენ ლითონის დაშლის პროცესს გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად კოროზია ცვლის ლითონის ფიზიკურ თვისებებს, აქვეითებს რა მის მედეგობას.ნებისმიერი თანამედროვე სამშენებლო ნაგებობა მოიცავს მეტალურ ელემენტებს. ძირითადად ეს არის საყრდენები, ძელები და სხვა არაარსებითი კონსტრუქციები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ამ დეტალების საიმედოობა, სიმყარე და გრძელვადიანობა.
  
3. პროექტის აქტუალობა: კოროზია წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში.ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისას მოსწავლეები გაითავისებენ ამ პრობლემას და ჩამოაყალიბებენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. ამასთანავე პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდებათ მასალის მოპოვების,დახარისხების,მოპოვებული მასალის  სხვადასხვა ფორმით წარმოდგენის, ინფორმაციის პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას.
4. პროექტის მიზანი:
  • მოსწავლეები პროექტის შემდეგ  გაიგებენ  რა ზიანი მოაქვს კოროზიას ადამიანებისათვის.
  • გაიაზრებენ და შეიმუშავებენ კოროზიასთან ბრძოლის ხერხებს.
  • მიღებულ ინფორმაცის გამოიყენებენ ყოფა-ცხოვრებაში.
  • განუვითარდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები, მონაცემთა ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარი,ურთიერთანამშრომლობის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ, რკინის ლურსმნები, პოლიეთილენის პარკები, ფოტოაპარატი.
8.პროექტის მსვლელობა:
1.  დავსვამ კოროზიასთან დაკავშირებულ  მნიშვნელოვან კითხვებს და შევარჩევ საპრეზენტაციო თემას.
2. ჩამოვაყალიბებ 5-5 მოსწავლისაგან შემდგარ საპროექტო ჯგუფს, ისეთი შერჩევით რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე.
3. შევიმუშავებთ ერთობლივად პროექტის შესასრულებლად საჭირო გეგმას (ძიების საგანი, პროექტის ხანგრძლივობა, მოქმედებათა თანმიმდევრობა, გამოსაყენებელი მასალები).
4. გავარკვევთ თითოეული მოსწავლის ფუნქციებს და მოვალეობებს, ავირჩევთ ჯგუფის ლიდერს.
5. აქტივობებს გამოვიყენებთ შემდეგი თანმიმდევრობით:
მასალის მოძიება,პრეზენტაციისათვის საჭირო მასალის შერჩევა და აზრობრივად დალაგება,თვალსაჩინოების და სალაიდშოუების შექმნა, პრეზენტაცია, კითხვებზე პასუხის გაცემა, შეჯამება და შეფასება.
6. შეფასების რუბრიკა:იხ.რუბრიკა. 

9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.III.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ქიმ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციების    დახასიათება, წვისა  და  ჟანგვის პროცესების   შედარება     
10.პროექტის ხელმძღვანელი  : მ.ციცქიშვილი

                       

No comments:

Post a Comment